Untitled Document
 Untitled Document
საფეხბურთო კლუბ "შუქურა"-ს ისტორია

შპს "საფეხბურთო კლუბი შუქურა"

კლუბის სახელწოდება - "შუქურა"
ქალაქი - ქობულეთი
სტადიონი - "ჩელე არენა"

ისტორია

ქალაქ ქობულეთში საფეხბურთო კლუბი თავდაპირველად მეოცე საუკუნის 50-ან წლებში ჩამოყალიბდა, რომელიც "კოლმეურნეს" სახელით ასპარეზობდა, კლუბის დამფუძნებლები და პირველი მწვრთნელები გახლდნენ ალექსანდრე ელიავა, შალვა იანქოშვილი და ვიქტორ ბერეჟნოი.

1960 წლის მაისიდან კლუბი ასპარეზობს "შუქურა"-ს სახელით, ხოლო 1968 წლიდან ჩამოყალიბდა როგორც პროფესიონალური კლუბი.

საფეხბურთო კლუბ "შუქურა"-ს აღუზრდია ისეთი სახელოვანი ფეხბურთელები როგორებიც არიან:

- რევაზ ჩელებაძე
- ავთანდილ გორგილაძე
- ნოდარ ხიზანიშვილი
- ასლან ბალაძე
- თამაზ მჟავანაძე
- შალვა აფხაზავა
- კახაბერ მჟავანაძე
- ჯანო ანანიძე

ს/კ "შუქურა" 2020 წლის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა, რომლის საფუძველზეც მოიპოვა უმაღლესი, ეროვნული ლიგა 1-ის საგზური და დღეს კლუბი ასპარეზობს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში.